კობახიძე: დაუსჯელი ვერავინ დარჩება, ძალიან ბევრი უნდა ელოდოს სასჯელს

კობახიძე: დაუსჯელი ვერავინ დარჩება, ძალიან ბევრი უნდა ელოდოს სასჯელს

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ იმუქრება და აცხადებს, რომ "ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს". კობახიძემ ბრიფინგზე გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ "დაუსჯელი ვერავინ დარჩება".

უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი. პირველ რიგში, ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები. ასევე, ყველას მინდა შევახსენო, რომ
დაუსჯელი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო შარშან, შარშანწინ, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. კანონი მათ მიმართ იმოქმედეს ძალიან მკაცრად".- თქვა კობახიძემ.

4 ოქტომბერს დააკავეს "ეროვნული კრების" ორგანიზატორები - პაატა ბურჭულაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და პაატა მანჯგალაძე.

შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზობა, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.