კალაძე მოზარდის დაღუპვაზე: საშინელი ფაქტი მოხდა რიყის დოქების შენობაში, კერძო საკუთრებაა

კალაძე მოზარდის დაღუპვაზე: საშინელი ფაქტი მოხდა რიყის დოქების შენობაში, კერძო საკუთრებაა

თბილისის მერის კახა კალაძის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია მოზარდის რიყის პარკში თხილში ჩავარდნაზე არასწორია.

მისივე მტკიცებით, უბედური შემთხვევა მოხდა "ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება და იყო დაკეტილი".

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე - ეს საშინელი ფაქტი მოხდა ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება და იყო დაკეტილი. სხვა დანარჩენ დეტალზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ოჯახის ტკივილიდან და იმ უბედურებიდან გამომდინარე, რაც მოხდა" -თქვა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ გააკონტროლა ობიექტი თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კალაძე ამბობს, რომ "ეს ცდება უწყების კომპეტენცია".

"რა უსაფრთხოებაზე საუბრობთ? ეს არის კერძო საკუთრება, დახურული შენობა-ნაგებობაა, სადაც ჯერ არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული და არც მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. როდესაც საკუთარი სახლი გაქვთ დაკეტილი, სადაც არ ცხოვრობთ, იქ მუნიციპალური ინსპექცია ვერ დადგება და ვერ დაიცავს"- თქვა კალაძემ.

29 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიყის პარკში მოზარდი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა 25 იანვარს მოხდა.

29 იანვარს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ამბობდა, რომ შემთხვევა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.