კალაძე: ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, კანონპროექტი ხელს შეუწყობს, რომ არ გავრცელდეს

დაიწყება კანონპროექტის მომზადება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა. თუ გადავხედავთ იმ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია.

მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი: ადამიანის უფლებები - ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც დღეს ქვეყანაში დაცულია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სარწმუნოება აქვს, ვინ რა სექსუალური ორიენტაციისაა, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს, ხელს შეუწყობს, რომ ეს პროპაგანდა არ გავრცელდეს.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ოცნების მიერ დაანონსებულ პროპაგანდისტულ კანონპროექტზე, რომელზეც მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ამ ინიციატივით "საზოგადოების დაცვა" სურთ.