კალაძე ხუჭუაზე: როდესაც მოვისმინე მისი ოჯახის წევრების ინტერვიუები, ყველაფერი ცხადი გახდა

კალაძე ხუჭუაზე: როდესაც მოვისმინე მისი ოჯახის წევრების ინტერვიუები, ყველაფერი ცხადი გახდა

თბილისის მერი კახა კალაძე თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას გამოხმაურა და თქვა, რომ ხუჭუას ოჯახის წევრების ინტერვიუების მოსმენის შემდეგ მისთვის "ყველაფერი ცხადი გახდა".

"როდესაც მე მოვისმინე აღნიშნული მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადი გახდა", - თქვა კალაძემ.

კალაძის მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ არჩევნებში "დამაჯერებლად გაიმარჯვა" და მისივე განმარტებით, არანაირი მტკიცებულება არსებობს საპირისპიროს დასამტკიცებლად.

"მხოლოდ და მხოლოდ ვისმენთ სიტყვების ბრახა-ბრუხს, არანაირ სიმართლეს. სიმართლე არის ერთი, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა დამაჯერებლად [..] არანაირი მტკიცებულება გაგაჩნიათ. რაღაცებს ეკიდებით, ხავსს ეჭიდებით, ხავსიც აღარ დაგრჩათ უკვე", - ამტკიცებს კალაძე.

**

4 ნოემბერს, სასამართლომ თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. გადაწყვეტილება თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო და განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა.