კალაძე: ქართული ღვინო რუსეთში თუ არ გავა, დავანგრევთ რუსულ ეკონომიკას? სისულელეა

შენ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება და არ ფიქრობ ისე, როგორც ისინი და იცი, რომ როგორც ისინი ფიქრობენ რომ გადადგა ის ნაბიჯი, პირველი რიგში, დააზიანებს შენს ქვეყანას, დააზიანებს შენს ხალხს. რატომ? როდესაც მე ვარ ქვეყნის ხელისუფალი, ვიცი, რომ ეს დამაზიანებელია, დამღუპველია, რატომ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი? რატომ უნდა გავაუბედურო ჩემი ქვეყანა, რატომ უნდა გავაუბედურო ჩემი ხალხი?

ავიღოთ კონკრეტულად - რაზე არის შემოტევები, პირდაპირ ვთქვათ, ხომ: რატომ არ შეუერთდით სანქციებს? აი, დღეს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდა, ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ მაგალითად, ქართული ღვინო, ან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტები რუსეთში თუ არა გავა, ამით დავანგრევთ რუსულ ეკონომიკას? აი, ეს ხომ აბსოლუტურად სისულელეა, ამით ხომ პირიქით, დავაზიანებთ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს, ისინი, ვინც 24-საათიან რეჟიმში შრომობს იმისთვის, რომ ოჯახში პატარა ლუკმა-პურის ფული შეიტანონ. რატომ უნდა ჩაუკეტო ამის შესაძლებლობა, როცა მათ აქვთ ის, რომ იშრომონ, მოიყვანონ პროდუქტები და გაიტანონ ბაზარზე. ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის?

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმედი LIVE-ის ეთერში.