კალაძე: კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები არიან ამ ქვეყნის მტრები

კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები, პირდაპირ ვიტყვი, რომ არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები - ამ ადამიანებს, კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, არ აინტერესებთ ჩვენი ევროინტეგრაცია.

მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - ნაციონალური მოძრაობა. კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები.

აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე და ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს საქართველოს "მტრად" მოიხსენიებს.