ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ ქართუსა და ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რაც ჩვენი ბიჭებისთვის გააკეთეს. ამ ადამიანს არანაირი ვალდებულება არ ჰქონია, თუმცა ჯგუფიდან გასვლისთვის ეროვნულ ნაკრებს 30 მილიონი ლარი გადასცა. ეს არის დაფასება და ზოგადად სპორტის მიმართ მისი დამოკიდებულება. ფონდ ქართუსა და ბიძინა ივანიშვილს ქართული სპორტის, ფეხბურთის, რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი.
ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე.