პირველი, ეს არის სახელმწიფოს უპატივცემულობა, ქართველი ხალხის უპატივცემულობა. ეს არაერთხელ დადასტურებულა. ერთი მხრივ, მოგვიწოდებენ დეპოლარიზაციისკენ და მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ე.წ. ჩვენი მეგობრები და ე.წ. ჩვენი ქვეყნის მეგობრები, ხელს უწყობენ პირიქით პოლარიზაციას, ხელს უწყობენ მარგინალური, რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას პირდაპირ. ასეთ ადამიანებს და ასეთ ტიპაჟებს, როგორიც არის ქალბატონი ვიოლა, ნამდვილად არანაირი სურვილი არ აქვს საქართველოს განვითარების, საქართველოს წინსვლის და საქართველოს ევროინტეგრაციის.
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონზე საუბრის დროს. პირველ აპრილს კრამონი მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.