კალაძე: არ არსებობს მტკიცებულება, რომ გაზის დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა

კალაძე: არ არსებობს მტკიცებულება, რომ გაზის დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა

კახა კალაძემ გაზმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მილი გადაბმაში იყო დაზიანებული, რამაც გამოიწვია ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გაზის შეწყვეტა.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა.

"ვარაუდი იყო, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევით მომხდარიყო დაზიანება, თუმცა, როდესაც ადგილზე მივიდნენ და ნახეს მილი როგორ იყო დაზიანებული, აღნიშნული მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი დაზიანებული იყო თვითონ, უშუალოდ გადაბმაში და ამ ეტაპზე, იმაზე საუბარი, რომ ვინმე მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება.

ბუნებრივი აირის გაშვებას უკვე მომხმარებლის დონეზე აქვს თავისი სტანდარტი, თავისი რეგულაცია, თავისი უსაფრთხოების ზომები და აქედან გამომდინარე, ხდება გაზის მიწოდება",- თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას

9 თებერვალს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაუდგენელი მიზეზის გამო, სავარაუდოდ, მესამე პირის ჩარევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს.