"უნდა მიგვიღონ, აბა, რა უნდა ქნან?", - ასე პასუხობს თბილისის მერი იმ განცხადებაზე დასმულ კითხვას, რომელიც მან NATO-სთან დაკავშირებით გააკეთა.
"ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. გუშინაც მოგვიწია განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქოლგა ეს არის NATO-ს გაერთიანება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა ხელისუფლებამ", - ამბობს ის.
მანამდე ჟურნალისტებმა კალაძეს ჰკითხეს, ვის მიმართა კონკრეტულად და იყო თუ არა შეურაცხმყოფელი განცხადება, სადაც ამბობს, რომ "თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი".
"შეურაცხმყოფელი რა იყო, თქვენ რა იგულისხმეთ, აბა", - ამ სიტყვებით მიმართა მან ჟურნალისტს.