გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 81 წლის კაცმა ცოლს სანადირო თოფიდან ესროლა. 70 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს - 1953 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს სანადირო თოფით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.