კახაძე ივანიშვილზე: სანქციებით წინააღმდეგობას ვერ წააწყდება, სიცოცხლე გადადო ოჯახთან ერთად

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული არსებობა და ღვაწი ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ წააწყდება ვერავითარი სანქციებით. მან თავისი სიცოცხლე გადადო, თავისი ოჯახის წევრებთან და ერთგულ ადამიანებთან ერთად, როცა გადაწყვიტა, რომ ქვეყანას შველა სჭირდებოდა და ეს მან შეძლო.

ამიტომ, ის ყველა საუბარი, რომელიც წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გაიზრდება, ამისათვის მზად არის სულიერად, მორალურად, რაც მთავარია მისი განწყობა, მისი დამოუკიდებელი აზროვნება და ადამიანებისადმი ნდობა, მხოლოდ ისეთი ადამიანებისადმი, რომელშიც ხედავს საქართველოს ღირსების აღდგენას, მას ვერავინ ვერ აჯობებს, ამიტომ, რა განზრახვაც არ უნდა იყოს დღეს გაცხადებული, ნებისმიერ სფეროში, ეს იქნება ამერიკა, ევროპა, ნებისმიერი განცხადება და ეს არის ჩემდა სამწუხაროდ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ირიბად, არაპირდაპირ, ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს ბიძინა ივანიშვილის განწყობაზე, მის სიმტკიცეზე და მისი გუნდის განწყობასა და სიმტკიცეზე და მეტს ვიტყვი, სრულიად საქართველოს ბინადართა განწყობასა და სიმტკიცეზე.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე დროების ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.