ჩეჩნეთის ლიდერის მოზარდი შვილი, ადამ კადიროვი შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის კურატორად დაინიშნა. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა ტელეგრამზე დაწერა.
შეიხ მანსურის ბატალიონს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ფიგურანტი რუსლან გერემეევი მეთაურობს.
ადამ კადიროვი 24 ნოემბერს 16 წლის გახდა, ბოლო რამდენიმე თვეში კი მას ჩეჩნეთის გმირის წოდება და რამდენიმე ორდენი მიანიჭეს. ადამ კადიროვმა ჯილდოებისა და ჩეჩნეთის მთავრობის სტრუქტურებში თანამდებობის მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელებულ ვიდეოში ყურანის დაწვაში ბრალდებულ აქტივისტს სცემდა. ვიდეო თვითონ რამზან კადიროვმა გაავრცელა და განაცხადა, რომ შვილით ამაყობს.