რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, ახმატი ჩეჩნეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ახმატ კადიროვი 8 ნოემბერს 18 წლის გახდა.
მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ცალკე არ გავრცელებულა, თუმცა კადიროვმა თავისი შვილის ახალი თანამდებობის შესახებ მან თავის ტელეგრამარზე დაწერა, სადაც ის მორიგი დაჯილდოებების შესახებ ყვებოდა. როგორც კავკაზ.რეალიი განმარტავს, აქამდე ეს თანამდებობა ჰუსეინ აბდულკარიმოვს ეკავა, თუმცა ახლა ის უბრალოდ მინისტრის მოადგილემდე ჩამოაქვეითეს. მანამდე ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწედ და პროკრემლისტური ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს.
საერთო ჯამში, ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე სამთავრობო თანამდებობებს კადიროვის ოჯახის 100-მდე ნათესავი იკავებს - ბავშვები, დები, სიძეები, ძმისშვილები, ბიძაშვილები და ა.შ. 2018 წელს BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის 158 თანამდებობის პირიდან დაახლოებით 47 ადამიანი კადიროვთან იყო დაკავშირებული.