კაბალიდან გატაცებული ახალგაზრდა ქალი იპოვეს

კაბალიდან გატაცებული ახალგაზრდა ქალი იპოვეს

კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული ახალგაზრდა ქალი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას გუნელ გასანოვას ბიძამ დაუდასტურა.

როგორც ფორმულას ბიძამ უთხრა, ახალგაზრდა ქალი განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფება.

ქალის პოვნის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებს.

***

გუნელ გასანოვა გუშინ, დაახლოებით საღამოს 20:00 საათისთვის გაიტაცეს. ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ჩასვა.