
შსს-ს ცნობით, ქვემო ქართლში, პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ძებნილი - 2001 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მსჯავრდებული მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ 2024 წლიდან იძებნებოდა.
ის თბილისში დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.