კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით საღამოს 20:00 საათისთვის მოხდა.
ფორმულას მიერ მოპოვებული გატაცების ამსახველი ვიდეო-კადრებიდან ჩანს, რომ ქალი ძალის გამოყენებით გაიტაცეს. ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ჩასვა.
ოჯახის წევრები ფორმულასთან საუბრისას ამბობენ, რომ ფიზიკური დაზიანებები ასევე მიაყენეს ქალის ბებიასაც, რომელიც ადგილზე შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ის კლინიკაში იმყოფება.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გატაცებული ქალის ძებნაში პოლიციაა ჩართული.