ჯორჯაძე: მაქვს სარეჟისორო განათლება, შეიძლება საქართველოს ეკონომიკას ვმართავდე?

მაქვს სარეჟისორო განათლება და არქიტექტურის განათლება, შეიძლება საქართველოს ეკონომიკას ვმართავდე? მითხარით. ძალიან კეთილი სურვილები მაქვს. მაქვს ამისი განათლება ცოდნა, პროფესია, რომ ეკონომიკას ვმართავდე ან იურისპრუდენციას? თუ კინო და ხელოვნება ასეთი ხელწამოსაკრავია?

ამბობს კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე. დღეს კულტურის სამინისტრომ კინემატოგრაფიის 50-მდე წარმომადგენელთან შეხვედრა ჩანიშნა.