ჯო ბაიდენს აგრესიული ფორმის პროსტატის კიბო დაუდგინდა

ჯო ბაიდენს აგრესიული ფორმის პროსტატის კიბო დაუდგინდა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 82 წლის ჯო ბაიდენს, აგრესიული პროსტატის კიბო დაუდგინდა, რომელიც უკვე ძვლებშიც გავრცელდა — ნათქვამია გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ბაიდენმა ექიმს შარდვის გაუარესებული სიმპტომების გამო მიმართა, რის შემდეგაც პარასკევს მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. დაავადებას მაღალი გლისონის ქულა (9/10) აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები სწრაფად ვრცელდება.

ოფისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების აგრესიული ფორმაა, კიბო ჰორმონ-მგრძნობიარეა, რაც მკურნალობის ეფექტურობის იმედს იძლევა.

დიაგნოზის გავრცელების შემდეგ ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადეს როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა ლიდერებმა. დონალდ ტრამპმა მას სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა, ხოლო კამალა ჰარისმა ბაიდენს "მებრძოლი" უწოდა. ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა კი აღნიშნა, რომ არავის გაუწევია მეტი ძალისხმევა კიბოს წინააღმდეგ, ვიდრე ჯო ბაიდენს.

მხარდაჭერის წერილი გაავრცელა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც.