ჯო ბაიდენი ისრაელს ეწვევა

ჯო ბაიდენი ისრაელს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. პრეზიდენტის მიზანია ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.

ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის სხვა ლიდერებს შეხვდება. ენტონი ბლინკენის თქმით, ჯო ბაიდენს სურს პირდაპირ ისრაელებისგან გაიგოს, თუ რა არის საჭირო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ბაიდენი ასევე ჩავა იორდანიაში, სადაც მაქვს დაგეგმილი აქვს შეხვედრები იორდანიის მეფესთან, ეგვიპტის პრეზიდენტსა და პალესტინის ავტონომიიის ხელმძღვანელთან. ბაიდენი ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხის განხილვას აპირევბს.