ხმაური მოჰყვა გადაწყვეტილების გამოცხადებას საქალაქო სასამართლოში - როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე ეზოში. 11 პირი პატიმრობაში დატოვეს. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და ასევე კიდევ 9 პირს საპატიმრო ვადა გაუხანგრძლივეს. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუადგომლობა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. გადაწყვეტილების გამოცხადებას მოჰყვა დამსწრე საზოგადოების შეძახილები - მონებო, რუსებო. სალომე ბოკუჩავ აშუქებს რეჟიმის პატიმრების სასამართლო სხდომას. ის ახლ აპირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.