ჯარისკაცი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
15 ივნისს, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.
ის თავდაპირველად ახალციხის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმე იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.