დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული ახალი სავიზო შეზღუდვები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას და რუსული კანონის ინიცირებასთან-დამტკიცებასთან არიან დაკავშირებული, ემსახურება და წარმოადგენს შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ ნაბიჯს.
რამდენადაც დღეს ჩვენ გვყავს ბოლშევიკური ხელისუფლება, რუსული ინტერესების სამსახურში მყოფი "ოცნების" პოლიტიკოსები და ამ პარტიის დამფუძნებელი, რომელიც სრულიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, ამიტომ ეს არის შეერთებული შტატების მხრიდან მორიგი მხარდაჭერის აქტი ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შემდგომი მხარდაჭერის აქტები "ოცნების" წარმოებული პოლიტიკის და ქართველი ხალხის , მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი აქტების საპასუხოდ.
ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აშშ-ის მიერ ქართული ოცნების წევრებზე სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება.