
ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში ერთობლივ ვიზიტებს გამართავენ. ეს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ თქვა.
"ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იქნება, როდესაც ცალ-ცალკე კი აღარ იქნება კოალიციის და პრეზიდენტის ვიზიტები ევროპულ დედაქალაქებში, არამედ გვექნება ერთობლივი ვიზიტები, კოორდინაცია იქნება უფრო მჭიდრო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
ესაა სწორედ ის დაკვეთა, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ და შევეცდებით რომ შევასრულოთ"- თქვა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მნიშნელოვანი ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაიწყება.
"მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყება ბალტიისპირეთის ქვეყნებში პრეზიდენტ ზურაბიშვილის. შემდგომ ვიზიტები იქნება ერთობლივი ზურაბიშვილთან ერთად კოალიციის წარმომადგენლები" - თქვა ჯაფარიძემ.