ჯაფარიძე: 26 ოქტომბერს ერთობით აუცილებლად დავასრულებთ რუსეთს საქართველოში

მიმაჩნია, რომ რუსულ რეჟიმთან გარდაუვალ გამარჯვებამდე სწორედ ერთიანობას შეუძლია, რომ მიგვიყვანოს. რა არის ის ყველაზე მთავარი, რის გარშემო გაერთიანებაც გაგვიმარტივდება ყველას? პასუხი არის ერთადერთი - ეს არის ქვეყნის, საქართველოს სიყვარული, რომლის გამოც, ხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი დაზიანდა, ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა შეიწირა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეძლო, ეს არის უპრეცედენტო ერთობა ქართველი ხალხისა.

უპირველესად, ვინც რუსული ხელისუფლების მხრიდან უკანონო ტყვეობაშია, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა - ჩვენი ქვეყნის საამაყო მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს ისჯება სწორედ საქართველოს სიყვარულისთვის.

კრიზისთან ბრძოლა ერთობით და გუნდურობით ჩემთვის ახალი გამოწვევა ნამდვილად არ არის და მაშინ, როდესაც ქვეყანა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, როცა ქვეყანაში უდიდესი კრიზისი იყო მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ერთობით შევძელი, რომ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადამერჩინა და ეს შევძელით ერთადერთი რამით - ეს იყო ერთიანობა და გუნდურობა. ასე ერთობით, ერთ მუშტად შეკრულები ჩვენ 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ აუცილებლად დავასრულებთ რუსეთს საქართველოში და აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე. წინ გამარჯვებისკენ.

თქვა პოლიტიკური პლატფორმის წევრმა - "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" სოფო ჯაფარიძემ პლატფორმის პრეზენტაციაზე.

"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" - ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები