ჯაღმაიძე თამაზ გინტურზე: ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ავარიდეთ ამ კაცს ეს საფრთხე

საქართველოს ტერიტორიების უსამართლოდ ოკუპაციას არაერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა. ასეთი ვაჟკაცი ადამიანები ვერ აიტანენ იოლად ამას. ჩვენ ვერ გავუფრთხილდით ასეთ ხალხს. ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი გულანთებული ადამიანიდან, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ავარიდეთ ამ კაცს ეს საფრთხე. ისეთნაირად ვამწვავებთ სიტუაციას, რომლის მერე მართვა არ შეგვიძლია და რისკის ქვეშ ვაყენებთ ხალხს.

საგანგაშოა [ეკლესიების ოკუპაცია]. ვცდილობთ, რომ ხაზს იქით შევინარჩუნოთ მსახურება.

ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა. დღეს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს.