ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია სინგაპურის სასამართლომ 461 მილიონ დოლარამდე შეამცირა

ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია სინგაპურის სასამართლომ 461 მილიონ დოლარამდე შეამცირა

სინგაპურის სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიული ბანკისგან 743 მილიონი უნდა მიეღო, თუმცა ახლა ეს თანხა 282 მილიონი დოლარით შემცირდა და 461 მილიონამდე შემცირდა. ინფორმაციას Bloomberg-ი UBS Group AG-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

Bloomberg-ი წერს, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა UBS-ის საკუთრებაში არსებული Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა საბოლოოდ მოიგო. ამის შემდეგ გახდა საჭირო თავიდან შეფასებულიყო ივანიშვილისთვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის მოცულობა.

ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არც სინგაპურის სასამართლოში და არც ივანიშვილის ადვოკატებს გაუკეთებიათ.

სასამართლოს განახლებული გადაწყვეტილება ხარჯებსა და პროცენტებს მოიცავს.

მანამდე, სასამართლოს მიერ 2023 წელს დაკისრებული 926 მილიონი დოლარი გადაიხედა.

*პატრიკ ლესკადრონი კრედიტ სუისში, ბიძინა ივანიშვილის პირადი ბანკირი იყო. ლესკადრონს ივანიშვილის ანგარიშებიდან თანხის გატანას ედავებოდნენ. 2018 წლის 9 თებერვალს ჟენევის სასამართლომ მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.