ივანიშვილის გუნდის პუტინისტური პროპაგანდა - ინიციატივა ფორმალურად ამჯერადაც ხალხის ძალას ეკუთვნის, ეთანხმება ოცნება. მმართველი გუნდი ქართულ მხარეს 2008 წლის რუსეთის აგრესიაში ადანაშაულებს და ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას მოითხოვს. როგორც ჩანს, ეს ხელისუფლების ერთ-ერთი პრორუსული ხაზი იქნება წინასაარჩევნო კამპანიისას. არ არის გამორიცხული, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში სამხედრო დანაშაულში პასუხისმგებელ მხარედ რუსეთია აღიარებული.