ივანიშვილი: ჩვენი პროგრამა იმდენად შთამბეჭდავია, მტრებს თვალებს უბრმავებს

ჩვენი ქვეყნის პრემიერმა 7 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინა ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, საქართველოს მტრებს თვალებს უბრმავებს და მოსვენებას უკარგავს, მოყვარეს კი უზომოდ ახარებს არსებული მიღწევები და კიდევ უფრო დიდი, მაგრამ ამავე დროს, რეალისტური გეგმები.

თქვა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას.