იუსტიციის სახლთან სატვირთო მანქანა ხეს შეეჯახა, დაიღუპა მძღოლი

იუსტიციის სახლთან სატვირთო მანქანა ხეს შეეჯახა, დაიღუპა მძღოლი

თბილისში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფორმულასთან თქვა, რომ სატვირთო მანქანა ხეს შეეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.