იუსტიციის ხიდის მშენებლობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ღამის საათებში საგზაო მოძრაობა იზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 00:00-დან 05:00 საათამდე. ამაღამ გზა გადაიკეტება გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - წერს მერია.