იუკნევიჩიენე: ოცნების მხრიდან ძალადობა ძლიერდება, კრიზისიდან გამოსვლის გზა არჩევნებია

ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან სასტიკისა და ძალადობის მიუხედავად, მამაცი ქართველები უკვე 50 დღეზე მეტია აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას. სხვათა შორის, ქუჩაში ადამიანები მათ "კრემლის ოცნების" ან "რუსეთის ოცნების" პარტიას უწოდებენ.

მაშინ, როდესაც ქართველები ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, ჩვენი ვალდებულებაა, ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში: პირველი - ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მეორე - "ქართული ოცნება" და თვითგამოცხადებული, ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება.

მე მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რომელიც მოახდენს თვითგამოცხადებული ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

ძალადობა ადამიანების, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძლიერდება. ერთ-ერთ ოპოზიციურ ლიდერს გიორგი გახარიას უმოწყალოდ სცემეს, თავს ესხმიან დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომელსაც ორ თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პერსონალური სანქციებით პასუხისმგებელი პირების, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევნები - დაუყოვნებლივ.

თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოზე დებატების დროს.