იუკნევიჩიენე ქართულ ოცნებაზე: ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები

ევროკავშირის წევრობის შემდგომი ნაბიჯები ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე შეჩერებულია, იმის გამო, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. ყველა მათი ქმედება აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ნაბიჯებს არ მიჰყვებიან. ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია, ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა... ჩვენ არა მარტო ევროკავშირის, არამედ NATO-ს წევრი ქვეყნებიც ვართ, ასე რომ ჩვენი ერთობლივი გამოწვევაა დავიცვათ დემოკრატია და დავიცვათ ხალხის მისწრაფებები. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის მისწრაფება კი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ასე რომ ესაა ჩვენი მიზანი - მათი მისწრაფებების შესრულება.

განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ამერიკის ხმასთან საუბარში.