იუკნევიჩიენე: გავზრდით ფინანსურ მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

ყველაფერი, რაც ევროპარლამენტში ჩემი გამოსვლის დროს დავაფიქსირე, გულის ტკივილით იყო ნათქვამი და მესმის, რომ ქართველი ხალხი გაცილებით უკეთესს იმსახურებს, ვიდრე ახლა აქვს. 80%-მდე მოსახლეობა პროევროპულ გზას მხარს უჭერს, თუმცა მეორე მხრივ, ყველა არა, თუმცა იგივე ადამიანები ხმას ქართულ ოცნებას აძლევენ, რაც ერთმანეთთან შეუსაბამოა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას და ვფიქრობთ, რომ ახალ რეზოლუციაში ჩვენ შევცვლით საფინანსო დახმარების მექანიზმს სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და გავზრდით მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ და იბრძვიან დემოკრატიისთვის.

რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, უნდა გესმოდეთ, რომ თუ თქვენი მთავრობა, რომელიც მართავს ქვეყანას ივლის იმავე გზით, როგორც ბელარუსი, ჩვენ იძულებულები ვიქნებით გავაკეთოთ ის, რაც ბელარუსში - არავინ უხსნის ბელარუსს უვიზო რეჟიმს. ამასთან, ახალი ევროპული კომისია შეძლებს დააწესოს სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხს აგებენ იმ სიტუაციაზე, რომელიც დღეს საქართველოშია.

განაცხადა ფორმულასთან ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ.