ნეაპოლში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
27 წლის კაცი სან ფერნანდოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დააკავეს. ჩხრეკისას ახალგაზრდა კაცის ზურგჩანთიდან ტანსაცმელი და 6 ცალი სუნამო ამოიღეს.
იტალიური მედია წერს, რომ ბრალდებულს კრიმინალური წარსული აქვს და ადრეც იყო დაკავებული, თუმცა რა საქმეზე უცნობია. ასევე ირკვევა, რომ ის იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.