ისთ-ფოინთი ევაკუაციაზე: ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია, შედგენილია შესაბამისი ოქმი

ისთ-ფოინთი ევაკუაციაზე: ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია, შედგენილია შესაბამისი ოქმი

ისთ-ფოინთი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სავაჭრო ცენტრში ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია და შედგენილია შესაბამისი ოქმი.

ობიექტები მუშაობას ხვალ 10:00 საათიდან განაახლებენ.

დღეს, დღის მეორე ნახევარში ისთ-ფოინთში შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. მსგავსი შეტყობინებები მიიღეს სხვა სავაჭრო ცენტრებშიც.

გარდა ამისა, დღეს ევაკუაცია განხორციელდა თბილისის საქალაქო, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე ქუთაისისა და გორის სასამართლოებში.