ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა.
"შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები:
+972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813;
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას", - წერია საელჩოს განცხადებაში.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ IDF-ში განაცხადეს, რომ ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო.