The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელმა ღაზას სამხრეთით ახალი დარტყმები განახორციელა, რის გამოც ასობით პალესტინელმა ტერიტორია დატოვა.
მედიკოსების ცნობით, ქალაქ ხან-იუნის მიდამოებში განხორციელებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელებს ღაზას სექტორის სამხრეთ ქალაქის, ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.
ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მისი ტერიტორიისკენ 20-მდე რაკეტა გაუშვეს, რომელთაგანაც რამდენიმე ჩამოაგდეს, დანარჩენი კი ღია ტერიტორიაზე დაეშვა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა ისლამურმა ჯიჰადმა აიღო.