
ისრაელის მიერ ირანზე მასშტაბური იერიშის მიტანის შემდეგ იორდანიამ საჰაერო სივრცე დახურა. საჰაერო სივრცეები დახურული აქვთ ისრაელსა და ირანსაც.
იორდანიის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, "ეს სიფრთხილის ზომები რეგიონში სამხედრო ესკალაციის გათვალისწინებით მიიღება".
ისრაელში აცხადებენ, რომ ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანეს და ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. იერიშის დაწყებისთანავე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში "განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განხორციელდა რამდენიმე დარტყმა და ისინი "ირანის ბირთვული პროგრამისა და სხვა სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ" იყო მიმართული.