ისრაელის თავდცვის ძალების ცნობით, ლიბანში ჰეზბოლას ობიექტებს უტევენ

ისრაელის თავდცვის ძალების ცნობით, ლიბანში ჰეზბოლას ობიექტებს უტევენ

ისრაელის თავდცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ისინი ამ წუთებში, ლიბანში ჰეზბოლას ობიექტებს უტევენ. ინფორმაცია IDF-მა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.

რამდენიმე საათის წინ, ლიბანის ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად ბეირუთში სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი და შვიდი ქალი.

17 სექტმბერს, ლიბანში, ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ასობით წევრის პეიჯერი აფეთქდა, რის შედეგადაც 3 000-მდე ადამიანი დაშავდა, 10-მდე კი დაიღუპა. აფეთქებების სერია 18 სექტემბერსაც გაგრძელდა - ბეირუთში ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას წევრების რაციები, ასევე პეიჯერები აფეთქდა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.