ისრაელის სახელმწიფო ახლა რეაგირებას ახდენს დანაშაულებრივ და სასტიკ თავდასხმაზე. ტერორისტების შეჭრა კერძო სახლებში და ქალებისა და ბავშვების წაყვანა არის ტერორიზმი. ჩვენ ვახორციელებთ შეტევას და ვაყენებთ ზიანს მხოლოდ მათ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ფასი იქნება ძვირი.
ვიცი, ბევრი შეკითხვა და სასოწარკვეთილება არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარება. ახლა ომის დროა და არა ოპერაციის. ისრაელის არმია ძლიერია და იმოქმედებს მთელი ძალით. ჩვენ გავიმარჯვებთ და საჭირო მიზნებს მივაღწევთ.
განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერზი ჰალევმა.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.