ისრაელის თავდაცვა: გუშინ ღამით ღაზაში 450-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვა: გუშინ ღამით ღაზაში 450-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ ღამით ღაზაში 450-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია ჰამასის სადამკვირვებლო პუნქტები, საწვრთნელი ტერიტორიები და მიწისქვეშა გვირაბები. ამასთან, ლიკვიდირებულია ჰამასის რამდენიმე წევრი და საველე მეთაური.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.