ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად სირიაში 14 ადამიანი დაიღუპა, 43 კი დაშავდა

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად სირიაში 14 ადამიანი დაიღუპა, 43 კი დაშავდა

CNN სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ცენტრალურ სირიაში ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სულ მცირე 40 დაშავდა.

როგორც ცნობილია, სირიის ცენტრალურ რეგიონში, მათ შორის ტარტუსისა და ჰამას პროვინციებში, რამდენიმე აფეთქება მოხდა, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეები შეიწირა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ გაურკვეველი წარმომავლობის მედიის ცნობებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

ქალაქ მასიაფის საავადმყოფოს დირექტორმა, ფაისალ ჰაიდარმა SANA-ს განუცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი ჰამის პროვინციაში, 14-მდე გაიზარდა, ხოლო სულ მცირე 43 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 6 მძიმე მდგომარეობაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო დარტყმებმა ვადი ალ-უიუნის გზატკეცილი დააზიანა და გამოიწვია ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაზეც მეხანძრეები მუშაობდნენ.