ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის გაზრდის მიზნით, სამხედრო აქტივობებეზე ყოველდღიურ ტაქტიკურ პაუზებს დააწესებენ.
პაუზის ამოქმედება ყოველდღე, დილის 08:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იგეგმება.
IDF-ის თქმით, გადაწყვეტილება გაერო-ს ოფიციალურ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დისკუსიის შემდეგ მიიღეს.
გაეროს სააგენტო პალესტინელი ლტოვლიებისთვის (UNRWA) ამბობს, რომ 50 000-ზე მეტ ბავშვს არასრულფასოვანი კვების გამო მკურნალობა ესაჭიროება. მათი გუნდები აქტიურად მუშაობენ, რათა ოჯახებს დახმარება მიაწოდონ, მაგრამ სიტუაცია კატასტროფულია.