ისრაელმა და ჰამასმა მძევლების გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ზავის მიხედვით, ისრაელის მთავრობა თანახმაა, 150 პალესტინელი პატიმარი ჰამასის, სულ მცირე, 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ გაუშვას.
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებები 4 დღის განმავლობაში შეჩერდება, რა დროსაც, ჰამასი 50 მძევალს გაათავისუფლებს, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. როგორც ცნობილია, ისრაელელი ტყვეები დაბრუნება 4 ეტაპად მოხდება.
ამასთან, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას გამოიწვევს. ზავის დაწყების დრო მომდევნო 24 საათში დაზუსტდება.
გარდა ამისა, ისრაელმა 300-მდე პალესტინელი პატიმრის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 100 მძევლის გაშვების სანაცვლოდ გაათავისუფლებს. ისინი ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით არიან დაკავებული.
"ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავაგრძელებთ მას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს. განადგურება ჰამასი, დაბრუნდეს ყველა ჩვენი მძევალი", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის არმიის მონაცემებით, ჰამასს ტყვედ 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს აყვანილი, მათ შორის, 26 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
კატარის ოფიციალური პირები, რომლებიც ფარულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს შეთანხმება გარდაუვალი იყო.