ისრაელი აცხადებს, რომ მოკლეს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მეთაური, რომელმაც 7 ოქტომბრის თავდასხმა დაგეგმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) აღნიშნეს, რომ გამანადგურებლებმა იერიში დაზვერვის ზუსტი ინფორმაციის საფუძველზე მიიტანეს, რის შედეგადაც ჰამასის დაზვერვის უფროსის მოადგილე, შადი ბარუდი მოკლეს.
IDF-ის ცნობით, ბარუდიმ ისრაელზე თავდასხმა იაჰია სინვართან ერთად დაგეგმა.
ჰამასს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.