ისრაელის არმია აცხადებს, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზაში ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიეს სახლს დაარტყეს.
CNN-ის ინფორმაციით, არმიამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ძლიერი აფეთქებები და სახლის ნგრევაა ასახული.
როგორც ცნობილია, ჰანიე წლებია ღაზაში არ ცხოვრობს.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის ჩრდილოეთით, ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკში აღმოაჩინეს და გაანადგურეს ჰამასის საზღვაო ძალების იარაღი, მათ შორის მყვინთავის აღჭურვილობა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.