ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, 13 მძევალი ეგვიპტეში წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
მანამდე, ტაილანდის პრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰამასმა ტაილანდის 12 მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
დღეს ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე შევიდა. ასობით ადამიანი ეგვიპტიდან ღაზაში გადასვლას ელოდებოდა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პირველ ეტაპზე ჰამასი 13 მძევალს გათავისუფლებდა, საპასუხოდ კი ისრაელი 39 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. საერთო ჯამში, ჰამასის მხრიდან 50 მძევლის გათავისუფლება იგეგმება.
მძევლების გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე ჰამასმა პალესტინელი პატიმრების სია გაასაჯაროვა. მათგან 24 ქალი და 15 არასრულწლოვანია. სიაში შემავალი ადამიანების უმრავლესობა ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან არიან.