ისნის ნაწილს დღეს წყალი შეუწყდება - GWP

ისნის ნაწილს დღეს წყალი შეუწყდება - GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, დღეს, ისნის რაიონში, აწყურის ქ. N3-თან, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება და აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

მათივე ცნობით, 19 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზ. N74,76,77,78, აწყურის ქ.N3, ლეხ კაჩინსკის ქ. N6,8,10.