ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიში წამოიწყო

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიში წამოიწყო

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიში წამოიწყო.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო (IRNA) იტყობინება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რითაც "გამანადგურებელი პასუხი" წამოიწყო.

"რამდენიმე წუთის წინ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტის გაშვებით, დაიწყო სიონისტური რეჟიმის სასტიკ თავდასხმაზე გადამწყვეტი რეაგირების ოპერაცია", - წერს IRNA.

"მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა... ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით ათობით დამატებითი რაკეტა გაუშვეს", - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები.

აფეთქების ხმა გაისმა ქალაქ თელ-ავივსა და იერუსალიმში.

ისინი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ირანული რაკეტების გასანადგურებლად მუშაობენ.

ელი ბინის, ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის, მაგენ დავიდ ადომის ხელმძღვანელის ცნობით, თავადასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა 7 ადამიანი.